ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 658 ადამიანს ჩაუტარდა. ამასთან, აფხაზეთში, კიდევ 2 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 251 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 145 პაციენტი, 8 010 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 10 თებერვლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.