ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა

2021-01-13 09:51:18+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 522 ადამიანს ჩაუტარდა.

ამასთან, აფხაზეთში, კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 102 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 143 პაციენტი, 7 808 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 10 თებერვლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.