ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში 547 ტესტი ჩატარდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 8011-ს შეადგენს, 102 ადამიანი დაიღუპა. 6173 ადამიანი გამოჯანმრთელდა.