ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2020-12-15 09:54:04+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში გასულ-დღე ღამეში სულ 455 ტესტი ჩატარდა.

ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გუდაუთის საავადმყოფოში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 7269-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 5286 ადამიანი.