ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 285 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან 100 მათგანს „კოვიდ-19 დაუდასტურდა.
ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 152 პაციენტი რჩება, მათგან 129 პაციენტი კოვიდინფიცირებულია, 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 14-15 ოქტომბერს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 26 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, გაგრის საავადმყოფოში – 13, ოჩამჩირის რაიონულ საავადმყოფოში კი 11. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 579 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1 167 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.