ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტი 93 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 10 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის დადგენის პროცესი გრძელდება.
ამჟამად გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 30 ადამიანი სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.
დე ფაქტო რეჟიმის ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 81 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 37 ადამიანი განიკურნა, ორი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.