02:30
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
25-08-2019

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები, რომელთა რაოდენობა 152-ს შეადგენს, დილის 8:00 საათიდან გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

ე.წ. პრეზიდენტის პოსტისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის, მათ შორის, მოქმედი ე.წ.პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ოპოზიციური პარტია „ამცხარას“ წარმომადგენელი ალხას კვიცინია, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ყოფილი ხელმძღვანელი ასტამურ ტარბა და ე.წ. თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ოლეგ არშბა.

„არჩეულად“ ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ე.წ.არჩევნებში მისული ამომრჩევლის ხმათა ნახევარზე მეტს მიიღებს. „არჩევნები“ ჩატარებულად ჩაითვლება, თუკი საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 50 %-ზე მეტი მივა.

დღევანდელ „არჩევნებზე“ „პრეზიდენტითან“ ერთად, „ვიცე პრეზიდენტის არჩევაც“ ხდება.

AutoPlay
"მე გავალ, მაგრამ თქვენ გრცხვენოდეთ ბატონო მოსამართლე" - აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო ხმაურის ფონზე წარიმართა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ორშაბათიდან სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას ისევ გეგმავენ
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
"მთავარი ამბავი" - გია ხუხაშვილის ბლიცანალიზი: სიტუაცია ქვეყანაში და IRI-ს კვლევა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეხვდებიან
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით "მაინც დაგაბოქლომებთ" - გიორგი ვაშაძე
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები