ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი დააკავეს - Palitra News

ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი დააკავეს

2018-12-23 18:00:41+04:00

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი დააკავეს. მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.როგორც სუს-ში განაცხადეს, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის მისია.“ვადასტურებთ, რომ დაკავებულია ერთი პირი. მიმდინარეობს მუშაობას მის გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სუს-ში.