ოკუპანტების ტყვეობიდან 16 უკრაინელი ჯარისკაცი და 1 სამოქალაქო პირი გათავისუფლდა. გაცვლა პროპორციით 17/15-ზე მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებმა თავის მხრივ 15 სამხედრო ტყვე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. მათივე ცნობით, გათავისუფლებულთაგან 5 მძიმედ არის დაშავებული და საჭიროებენ გადაუდებელ მკურნალობას.