ოკუპანტების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით 20 000-მდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სამართალდამცავი უწყებები და ეროვნული პოლიცია, პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა განყოფილებებთან ერთად იმ დანაშაულების დოკუმენტირებაზე მუშაობენ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინა. აღნიშნული დანაშაულები მოიცავს სექსუალური ძალადობის ფაქტებსაც.