ოკუპანტების მიერ დაკავებული მამა-შვილი არჩილ და პაატა როგავები კვლავ ტყვეობაში რჩებიან. გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილიგახდა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგი მიღწეული არ არის. ამ ინფორმაციით უკმაოყიფლოა როგავების ოჯახი. ისისნი ენგურის ხიდთან ოთხშაბათიდან პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.
როგავები სოფელ რიყეში დააკავეს და დეფაქტო ძალოვანი უწყებები პაატა როგავას ე.წ. "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის" გარდა რუსი სამხედროსთვის წინააღმდეგობის გაწევას და მათ მიმართ ძალის გამოყენებას ედავებიან.