ოქტომბრის დასაწყისიდან საკლასო ოთახებში სწავლა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 330 სკოლაში განახლდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ სკოლებში საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი. მისივე თქმით, ყველა ამ სკოლაში შევისწავლიან თუ რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი კორონავირუსი და რამდენი მასწავლებელი არის აცრილი ორივე დოზით. მისივე თმიტ რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, თუ როგორ როგორ უნდა აღდგეს სწავლა.