2019 წლის ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 23 მილიონ 100 ათასი ლარით შემცირდა და 471 მილიონ 600 ათას ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 41.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.3 პროცენტს გაუტოლდა.