ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 28 მილიონ 400 ათასი ლარით გაიზარდა და 426 მილიონ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 50.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ამასთან, სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.4 პროცენტს გაუტოლდა.