ოქტომბერში სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, სურსათის ფასების ინდექსი, სექტემბრის თვესთან შედარებით, 1,3 პუნქტით შემცირდა და ოქტომბერში 176.4 პუნქტი შეადგინა. რაც, წინა წელთან შედარებით 2,5%-ით ნაკლებია. ამავე მონაცემებით, გასულ თვეს რძის პროდუქტებზე ფასები 27%-ით შემცირდა. რძის პროდუქტებზე, ფასების კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს იმპორტიორთა მხრიდან ამ პროდუქტების შესყიდვის შეჩერება წარმოადგენდა. იმპორტიორები კარაქსა და რძის ფხვნილის შემოდინებას ოკეანიის ქვეყნებიდან ელოდნენ, რის გამოც, გარკვეული პერიოდით შეწყვიტეს აღნიშნული პროდუქტის შეძენა.
ფაოს ფასების ინდექსის თანახმად, შემცირებულია მცენარეული ცხიმის ფასებიც, რომელიც 1,1%-ით დაეცა სექტემბრის თვის შემდგომ. აღნიშნული კი პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთის ბიზნესის ზრდით არის განპირობებული.