საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი ყოველთვიურად იზრდება. მხოლოდ ოქტომბერში ქვეყნიდან 3.635 მლნ დოლარის 10 553 ტონა პროდუქტი გავიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29,5-ჯერ მეტია. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან ჯამში 14.131 მლნ დოლარის ღირებულების 40 560 ტონა კარტოფილი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 12-ჯერ მეტია. რაც შეეხება ქვეყნებს, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ქართული კარტოფილი ძირითადად 12 ქვეყანაში გავიდა, ყველაზე დიდი რაოდენობით კი რუსეთში, რომელზეც მთლიანი ექსპორტის თითქმის 70% მოდის.