16:52
8 დეკემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ოქტომბერში ფულადი გზავნილები 11,5%-ით გაიზარდა
18-11-2019

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 454 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა, რაც 11.5%-ით ანუ 15 მილიონ 800 ათასი  დოლარით მეტია 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.

სებ-ის სტატისტიკით, ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით, ტრადიციულად პირველ ადგილზეა რუსეთი, ოქტომბერში იქიდან გადმორიცხვებმა 37 მილიონ 857 ათასი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა იტალია - 21 მილიონ 14 ათასი  დოლარით; შემდეგია საბერძნეთი - 15 მილიონ 945 ათასი დოლარით; გზავნილების მიხედვით მეოთხე ადგილზეა ამერიკა, საიდანაც გადმორიცხვებმა - 15 მილიონ 228 ათასი დოლარი შეადგინა, ხუთეულში შედის ასევე ისრაელი, საიდანაც ოქტომბერში 13 მილიონ 591 ათასი დოლარი გადმოირიცხა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 22 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 66 მილიონ 600 ათასი ლარი გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით 5.9%-ით ანუ  21 მილიონ 200 ათასი დოლარით მეტია.

AutoPlay
ქართულ პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობები ჩნდება - "კოლორ ჯგუფი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
06-12-2019
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები გაფართოვდა
06-12-2019
საქართველოში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა შემცირდა?! - რამდენი ადამიანი იხდის ბიუჯეტში იჯარის 5%-ს
06-12-2019
მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა - "საქსტატი"
06-12-2019
ოკრა და პეპინო - მომავალი წლიდან საქართველოში ახალი ეგზოტიკური პროდუქტების წარმოება დაიწყება
06-12-2019
25%-იანი გაძვირება - ნოემბერში ყავის ფასი რეკორდულად გაიზარდა
06-12-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები