ოქსფორდის ქუჩებში ასობით ადამიანმა ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის მარინ ლე პენის დისშვილის მარეშალ ლე პენის ვიზიტი გააპროტესტა. როიტერსის ცნობით, მარეშალ ლე პენი ოქსფორდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა, როდესაც აქცია მიმდინარეობდა. საპროტესტო გამოსვლების დროს ოქსფორდის ქუჩების ნაწილი გადაიკეტა. ქალაქში პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. შეგახსენებთ მარინ ლე პენი ფრანგი პოლიტიკოსია, იგი "ეროვნული ფრონტის" ლიდერია, რომელიც აქტიურად გამოდიოდა ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ და გამოირჩევა ულტრამემარჯვენე მიდგომებით. ულტრამემარჯვენე აქტივისტი და ყოფილი პოლიტიკოსია მისი დისშვილი მარეშალ ლე პენიც.