ოქსფორდის აცრის პროგრამის ხელმძღვანელის პროფესორ ენდრიუ პოლარდის თქმით კოვიდ-19 აღარ არის ვაქცინირებულების დაავადება.
პროფესორი The Guardians-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საავადმყოფოში მყოფი პაციენტები, რომლებსაც სუნთქვა უჭირთ, ძირითადად არავაქცინირებული პირები არიან. მეცნიერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტი ათასობით ადამიანის დაინფიცირებას განაგრძობს, სრულად ვაქცინირებული ადამიანების უმეტესობას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.
„ფართო საზოგადოებაში პანდემია კვლავ განიხილება, როგორც ჩუმი ეპიდემია, რომელიც ხილვადი ხდება სუნთქვისთვის მებრძოლი პაციენტების სურათებში. ეს მუდმივი საშინელება რეანიმაციულ განყოფილებებში ამჟამად, ძირითადად, არავაქცინირებული ადამიანებით შემოიფარგლება. ზოგადად, კოვიდ-19 აღარ არის ვაქცინირებულების დაავადება. ვაქცინები ზღუდავენ მის სულის შემხუთველ ზიანს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა“, - აღნიშნა ენდრიუ პოლარდმა.