ინგლისის ბანკი“ „ოქროს სკანდალის“ ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოხვდა. ძვირფასი მეტალების ანალიტიკოსი კომპანიის BullionStar-ის (ბილიონ სტარი) წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ „ინგლისის ბანკი“ ოპერაციებს სხვა ქვეყნების კუთვნილი ოქროთი ახორციელებს. საუბარია, ოქროზე რომელიც ბანკს შენახვის მიზნით აქვს მიღებული.
მისივე შეფასებით, ამ დროისთვის უბრალოდ შეუძლებელია იმის დადგენა თუ რა რაოდენობის ოქრო ინახება „ინგლისის ბანკში“. დახურული ინფორმაციის ფონზე კი სპეციალისტი ეჭვს გამოთქვამს, რომ ლონდონი ამ ოქროთი სხვადასხვა ოპერაციებს ახორციელებს. კომპანიის ანალიტიკოსმა ამის დასტურად ცოტა ხნის წინ ლონდონის მიერ ვენესუელისთვის მისივე ოქროს დაბრუნებაზე უარის თქმაც დაასახელა. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში „ინგლისის ბანკმა“ არ დააკმაყოფილა ვენესეულეას პრეზიდენტის თხოვნა დაუბუნოს მათ კუთვნილი 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები.