ჟურნალმა ავტო ბილდ საქართველომ 6 კალსში 2016 წლის საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა. ღონისძიებას საავტომობილო სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები, მრბოლელები, არასამტავრობო ორგანიზაციები, საავტომობილო კლუბების ხელმძღვანელები და ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. წლის მთავარ საავტომობილო მოვლენას წელს კულტურის ცენტრმა მუზამ უმასპინძლა. ავტო ბილდ საქართველო 2008 წლიდან გამოდის ის მსოფლიოს ნომერ პირველი საავტომობილო ჟურნალის ავტო ბილდ-ის ლიცენზირებული გამოცემაა.
წლის ყველაზე ხმაურიანი და პომპეზური საავტომობილო მოვლენის - "ოქროს საჭის" გენერალური პარტნიორია ნავთობიმპორტიორი კომპანია "ფრეგო", ღონისძიების სპონსორია "კასტროლი", რომელსაც საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს კომპანია "ჯითი გრუპ". მხარდამჭერი "პროკრედიტბანკი" და "ი სფეისი", რომელიც ზრუნავს საქართველოში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია "რადიო პალიტრა", 103.9.