სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის 5 ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საბაჟო გამშვები პუნქტების "სადახლოს", "სარფის" და "ნინოწმინდის" გავლით შემოიტანეს დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - ნაკეთობები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.