"ოქროს გლობუსი" 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია. საუკეთესო მხატვრული ფილმის ტიტული Bohemian Rhapsody-მ მიიღო, რომელიც ბრიტანული როკჯგუფ "ქუინის" შესახებ ბიოგრაფიული დრამაა. კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტულით კი აღნიშნული ფილმის მთავარი გმირი, რემი მალეკი დაჯილდოვდა. რაც შეეხება ქალ მსახიობს, მხატვრულ ფილმში საუკეთესო შემსრულებლად კი მსხიობი გლენ ქლოუზი დასახელკდა, რომელიც ფილმში the wife მონაწილეობს. საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმი "რომა" გახდა, რომლსი რეჟისორმა ალფონსო კუარონმა მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორის ტიტული მოიპოვა. რაც შეეხება საუკეთესო ანიმაციას, ოქროს გლობუსი 2019ის გამარჯვებული Spider-Man: Into the Spider-Verse-ი გახდა. ოქროს გლობუსის რიგით 76-ე ცერემონიალი ლოს-ანჯელესში, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში გაიმართა.