სულ ახლახან, 3 თებერვალს, ოქროს გლობუსის 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტთა ვინაობა გახდა ცნობილი. ოქროს გლობუსის სამოცდამეთვრამეტე დაჯილდოება წელს პანდემიის გამო ერთი თვით გვიან, 28 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ოსკარების შემდეგ უცხოური პრესის ასოციაციის ჯილდო ყველაზე გავლენიანი ამერიკული პრიზია კინო თუ სატელევიზიო სამყაროში.
აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს ქალი კინოხელოვანები ლიდერობენ: საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ერთდროულად სამი ქალია წარდგენილი — ქლოა ჩჟაო ფილმისთვის Nomadland, რეჯინა კინგი ფილმით One Night in Miami და ემირალდ ფენელი ფილმით Promising Young Woman.ეს ოქროს გლობუსის დაჯილდოებისთვის რეკორდული მაჩვენებელია, რადგან აქამდე ამ ნომინაციაში ერთდროულად ამდენი ქალი არასდროს ყოფილა წარდგენილი.