20:09
28 იანვარი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ოქროს ფასი ბოლო სამი თვის მინიმუმზეა
14-11-2019

ორშაბათის ვაჭრობის შედეგად ოქროზე ფასი 0,2%-ით შემცირდა და ბოლო სამი თვის მინიმუმზე დაფიქსირდა. კერძოდ, უნცია ოქროს ფასმა ათას 455 დოლარი და 47 ცენტი შეადგინა. ბოლოს ასეთი დაბალი ფასი 5 აგვისტოს დაფიქსირდა, როცა უნციაზე ფასი ათას 456 დოლარი და 50 ცენტი იყო.

სპეციალისტების განცხადებით, მიუხედავად ამისა, ოქროზე პროგნოზი პოზიტიურია და აღნიშნული ვარდნა მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს.  ორშაბათის ვაჭრობის შედეგად მიღებულ ფასზე კი გავლენა კვლავ ამერიკა-ჩინეთს შორის არსებულმა სავაჭრო ურთიერთობებმა იქონია. უფრო კონკრეტულად, ტრამპის ახალმა განცხადებამ, რომლითაც, ჩინეთს იმაზე მეტის მიღწევა სურს მოლაპარაკებებში, ვიდრე გააკეთა.

ცნობისთვის, ოქროზე ფასმა გასულ კვირას ბოლო 3 წლის განმვლობაში ყველაზე მსხვილი ვარდნა განიცადა რა დროსაც ფასი 3,6%-ით შემცირდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები