კორონავირუსის შემთხვევების ხელახალი მატება ძვირფასი მეტალის ფასებზე უკვე აისახა. როგორც Reuters-ი წერს, ოქროს ღირებულება 8 წლის მაქსიმუმზეა და უნციაზე ათას 770 დოლარსა და 83 ცენტს შეადგენს. ამაზე ოდნავ ძვირი ოქრო მხოლოდ 2012 წლის ოქტომბერში ღირდა, მაშინ ერთი უნციის ფასი ათას 779 დოლარი და 6 ცენტი იყო.
ექსპერტები ოქროს ფასის ათას 800 დოლარამდე გაძვირებას პროგნოზირებენ. როგორც CMC Markets UK-ის ანალიტიკოსი აცხადებს, პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, შენელდება ეკონომიკის ყველა სექტორის გაჯანსაღება, ოქრო კი გახდება აქტივი, რაზეც დიდი მოთხოვნა გაჩნდება.
ოქროს გარდა გაძვირდა სხვა ძვირფასი ლითონებიც. პალადიუმის ფასი გაიზარდა 1.51%-ით, ვერცხლის ფასი 0.73%-ით; პლატინა კი 2.3%-ით გაიზარდა.