აზიის ბირჟებზე ოქროს ფასი გაიზარდა და უნციაზე ათას 441 დოლარი და 10 ცენტი შეადგინა. ეს არის 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, მაშინ ერთი უნცია ათას 400 დოლარი ღირდა. ნიუ-იორკის ბირჟაზე აგვისტოს ფიუჩერსები ათას 409 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა შემდგომ მცირედით, ათას 395 დოლარამდე და 90 ცენტამდე შემცირდა.
უცხოელი ანალიტიკოსების აზრით, ოქროზე ფასის ზრდა მათ შორის გამოიწვია ირან-ამერიკას შორის ურთიერთობის დაძაბვამ. როგორც ცნობილია, ირანმა ჩრდილოეთ პროვინცია ჰორმოზგანში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ასევე ზრდის მიზეზი გახდა შტატების სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილება. ამ ორი ფაქტორის გამო, ინვესტორებმა ოქროში ფულის დაბანდება დაიწყეს, რასაც მისი გაძვირება მოჰყვა.