ოქროს ექსპორტის აკრძალვა მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, მან ასევე ისაუბრა, დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ აქამდე ამოქმედებული სანქციების უარყოფ გავლენაზე, რუსეთის ეკონომიკისთვის.
ბლინკენის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა მომავალ წელს 8-15% - ით შემცირდება. რაც შეეხება ოქროს, გეტყვით, რომ მოცულობის მხრივ ეს მეორე უმსხვილესი შემოსავლების წყაროა რუსული ექსპორტისთვის, რა ტქმა უნდა ენერგეტიკის შემდეგ. ის მოიცავს წლიური 19 მლრდი დოლარის შემოსავალს.
ამასთან, უმეტესი წილი მოდის სწორედ დიდი შვიდეულის ქვეყნებზე.