ოქროყანის გადასახვევიდან მთაწმინდის პარკამდე საავტომობილო გზა დაიკეტა - ღვინის ფესტივალზე სტუმრებს სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსები ემსახურებიან - Palitra News

ოქროყანის გადასახვევიდან მთაწმინდის პარკამდე საავტომობილო გზა დაიკეტა - ღვინის ფესტივალზე სტუმრებს სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსები ემსახურებიან

2019-05-11 14:21:10+04:00

"ახალი ღვინის ფესტივალი 2019"-თან დაკავშირებით, ოქროყანის გადასახვევიდან მთაწმინდის პარკამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაიკეტა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მთაწმინდის პარკის და ოქროყანის გზაჯვარედინიდან ფესტივალზე დამსწრე მოქალაქეებს სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსები ემსახურებიან. საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს ღონისძიების დასრულებისთანავე დაუბრუნდება.