2009 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 8 ივნისი ოკეანეების მსოფლიო დღედ დაასახელა. ეს არის ეკოლოგიური დღესასწაული რომლის მიზანიც არის, რომ მიაპყრონ საზოგადოების ყურადღება მსოფლიო ოკეანის პრობლემებისაკენ და უფრო დიდი სიფრთხილითა და მზრუნველობით მოეპყრონ მას. ოკეანე მართლაც რომ ძალიან საინტერესო, მომხიბვლელი და ამავდროულად უდიდესი იდუმალებით არის მოცული, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ადამიანებმა მის შესახებ იმაზე ნაკლები ვიცით, ვიდრე გვსურს.
გასაოცარი და სასიამოვნო ფაქტია, რომ ოკეანე ყოველ ჯერზე ახალი და რთულად ამოსაცნობ ან ამოუცნობი საიდუმლოებებით გვანებივრებს. უნდა ავღნშნოთ, რომ ჩვენს პლანეტაზე მსოფლიო ოკეანეს, ზედაპირის დაახლოებით 70% უჭირავს, სამწუხაროდ კი ამ მომენტისათვის ოკეანის საიდუმლოებების მხოლოდ 5% არის შესწავლილი. ეს კი რაღათქმაუნდა იმას ნიშნავს, რომ დედამიწის წყლის მანტიის ქვეშ უამრავი უდიდესი საიდუმლოება იმალება, რომლებიც აუცილებლად უნდა ამოხსნას კაცობრიობამ.