ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორებს კანიონის დათვალიერება დღეიდან შეუძლიათ. კანიონზე ბილიკისა და გადასახედი პლატფორმის საფარი შეიცვალა. ასევე შეიცვალა ხის კონსტრუქტიცია მეტალის კონსტურქციით და დაიგო ლითონის გამჭვირვალე საფარი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 328 ლარი დაიხარჯა.