სოფელ ხვითის განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანმა პირებმა ორი მამაკაცი დააკავეს და ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. ადგილობრივების განცხადებით, ოკამში მცხოვრები ორი მამაკაცი შეშის შესაგროვებლად იყო წასული, რა დროსაც ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა გაიტაცეს.დაკავებულები სოფელ ოკამის მცხოვრებლები, 1985 წელს დაბადებული სოსო შუკაკიძე და 1987 წელს დაბადებული გიორგი შამანაური არიან.როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, ორი პირი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.