საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მშობლებსა და დას, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამასთან, გამოძიების ცნობით დაკავებული უკანონოდ ახორციელებდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვას და მოყვანას