ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესის ეზოში, განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" დამაარსებლის, გიორგი ჭანტურიას საფლავთან მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს ჭანტურიას ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამოაზრეები დაესწრნენ. მას 19 აგვისტოს 60 წელი შეუსრულდებოდა.
პანაშვიდის შემდეგ კი ოჯახმა მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
შეგახსენებთ, "ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" დამაარსებელი გიორგი ჭანტურია თბილისში, 1994 წელს მოკლეს.