საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, დღეს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სახალხო მსვლელობა გაიმართება. სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 17:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. დღის ბოლოს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დაგეგმილია, ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" მიერ ორგანიზებული კონცერტიც.
ოჯახის სიწმინდის დასაცავად დილიდან მთავრობის კანცელარიასთან პოლიტიკური ორგანიზაცია "ალტერნატივა საქართველოსთვის" შეიკრიბება, რუსთაველის გამზირზე კი, მსვლელობას გეგმავს "ქართული მარშიც".
რაც შეეხება იმას, რომ 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეც აღინიშნება, საქართველოში შესაბამისი აქცია არ გაიმართება. "თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტებმა აქციის გამართვაზე უარი შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად თქვეს.