ოჯახის ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ალიკა ცაავას უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ - Palitra News

ოჯახის ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ალიკა ცაავას უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ

2022-04-18 11:09:07+04:00

ოჯახის ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ალიკა ცაავას უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ. მას, სავარაუდოდ, ზუგდიდში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ალიკა ცაავა, აფხაზეთიდან დევნილია. დევნილობის შემდეგ ის წალენჯიხაში ცხოვრობდა.

41 წლის ალიკა ცაავა 16 აპრილს უკრაინაში დაიღუპა. ის კიდევ ერთ ქართველ მებრძოლთან ერთად, დაჭრილი მეომრების გამოსაყვანად მიდიოდა, რა დროსაც ავტოავარიაში მოყვა. უკრაინაში, 16 აპრილს სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ხოლო ერთი დაიჭრა.