ძველ დროში მკურნალი ექიმის პროფესიული საქმიანობა პაციენტის ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობდა. მედიცინაში ტექნოლოგიების და ვიწრო სპეციალობების განვითარებით, ფოკუსირება მოხდა დაავადებაზე და არა ადამიანზე. ამ პრობლემის გამოსწორება შესაძლებელია ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებით.
საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმის შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მკურნალობის პროცესში სხვა კოლეგა-სპეციალისტების ჩართვა. მასვე ეხება პაციენტზე მუდმივი მეთვალყურეობა როგორც მწვავე, ისე ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში. ვირუსული აფეთქებების და ეპიდემიების დროს სწორედ ოჯახის ექიმზე ყვველაზე დიდი დატვირთვა და მან უნდა მართოს პაციენტი და წაიყვანოს მისი მკურნალობა სწორი მიმართულებით.