ბიზნესმენ დავით კოდუას ოჯახი ითხოვს, სასამართლომ დავით კოდუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს და შემაკავებელი ორდერი გამოუწეროს.
კოდუას ოჯახის წევრებმა - მეუღლემ, ნათია გედევანიშვილმა და შვილმა, კატო კოდუმ დღეს, ჟურნალისტებთან მათ ოჯახში მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს და განმარტეს, რომ კონფლიქტის ღამეს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას და არა ფიზიკურ ძალადობას.
გედევანიშვილი განმარტავს, რომ განყოფილებაში მიცემულ ჩვენებას არ ცვლის, თუმცა გაუგებრობას იწვევს ის, რომ პოლიციას სხვა რამ უთხრა, ჩვენებაში კი პოლიციის მიერ სხვა რამეა ასახული.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაზიანებები თვითონ დათო კოდუასაც აღენიშნება, მეუღლე ნათია გედევანიშვილი განმარტავს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. კატო კოდუას განცხადებით კი, ოჯახში მომხდარი კონფლიქტისას დედამ თვალის არეში დაზიანება ლიფტთან მდგარ სავარძელზე დაჯახებით მიიღო.