ქრთამის აღებაში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ნეფარიძე და მისი ოჯახი პროკურატურას ზეწოლაში და შანტაჟში ადანაშაულებს. როგორც ბრალდებულის შვილი ამტკიცებს, მას მამის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემა შანტაჟით და მამის პირადი ცხოვრების გასაჯაროების მუქარით აიძულეს. მისი თქმით შეხვედრა მოდულში შედგა, სადაც მას უთხრეს, რომ თუ არ მოაწერდა ხელს მამხილებელ ჩვენებას, მაშინ მამის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტ სივრცეში გავრცელდებოდა. ნეფარიძის საქმეზე მორიგი პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ციხის საავადმყოფოში იმართება. ბრალდებულს გულის ოპერაცია ჩაუტარდა.