გაზის მოწყობილობების დამონტაჟებასა და შიდა ქსელის მუშაობაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ოჯახებში ბუნებრივი აირის მოწყობილობებს უკვე სერტიფიცირებული პირები დააყენებენ.