წარმოიდგინეთ, რომ სისხლის ანალიზის აღების გარეშე, მარტივი სენსორით შეამოწმოთ თქვენი ჯანმრთელობა. მეცნიერებმა გამოიგონეს სპეციალური სტიკერი Sweat Sensor, რომელიც თქვენს კანს ეკვრება, აგროვებს გამოყოფილ ოფლს და შემდეგ მას აანალიზებს. როგორც ამბობენ, სწორედ გამოყოფილ ოფლზე დაყრდმობით, სენსორს შეუძლია შეაფასოს თქვენი ჯანმრთელობა და დაადგინოს თუ რას საჭიროებს თქვენი სხეული ვარჯიშის შემდეგ, იქნება ეს მეტი წყლის დალევა თუ ელექტროლიტების შევსება. იდეის ავტორების თქმით, სილიკონის სტიკერის თითოეულ განყოფილებას შეუძლია განსაზღვროს მჟავიანობის, ლაქტატის, ქლორიდისა და გლუკოზის მაჩვენებელი სხეულში. იმისთვის რომ დაადგინოთ თქვენს ორგანიზმში ბიომარკერების დონე, სმარტფონი სილიკონის დისკს უნდა მიუხალოვოთ, სურათი გადაუღოთ და შემდეგ სპეციალური აპლიკაცია გაანალიზებს ამ მონაცემებს. როგორც ამბობენ, Sweat Sensor-ი არის სისხლის ანალიზის ალტერნატივა, რომელიც გამოადგებათ ისევე როგორ ათლეტებს, ასევე სხვა ადამიანებსაც. მომავალში იგეგემება მოწყობილობას დიაბეტის გამოვლენის ფუნქციაც დაემატოს.