ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფექცია 95 ადამიანს დაუდასტურდა. გუშინ, ირანის პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ოფიციალური ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება და ქვეყანაში კორონავირუსით უკვე 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ცნობისთვის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან 11-მა ქვეყანამ საჰაერო ან/და სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეწყვიტა. საზღვრები ჩაკეტეს ერაყმა, თურქეთმა, ავღანეთმა, პაკისტანმა და სომხეთმა, ხოლო ავიამიმოსვლა შეაჩერა საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, გაერთიანებულმა არაბთა ემირატებმა, ომანმა და საქართველომ. თურქმენეთსა და აზერბაიჯანში, ირანიდან შესული მოგზაურები, საზღვრებზე სპეციალურ კონტროლს გადიან.