კატალონიის ბარსელონას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ერნესტო ვალვერდე დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა და მის მაგივრად ბეტისის ყოფილი დამრიგებელი კიკე სეტიენი დაინიშნა.
ვალვერდე კატალონურ გრანდს 2017 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა და ორჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, თითოჯერ კი ესპანეთის თასი და სუპერთასი მოაგებინა. „ბარსას“ ამიერიდან კიკე სეტიენი გაწვრთნის. გამოცდილ სპეციალისტსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
61 წლის სპეციალისტს აქამდე „რასინგში“, „ლოგრონესში“, „ლუგოში“, „ლას პალმასსა“ და „ბეტისში“ უმუშავია.