ინდოეთში შექმნეს სპეციალური ყელსაბამი, რომელიც ქალებს სექსუალური ძალადობისა და თავდასხმებისგან იცავს. ყელსაბამი იწერს პოტენციური თავდამსხმელის ხმას და გზავნის დახმარების თხოვნის შემცველ შეტყობინებას სასურველ ადამიანთან, რომელიც შეიძლება იყოს ოჯახის წევრი ან მეგობარი. ახლობელ ადამიანს შეტყობინების მიღების შედეგად თავდასხმის ობიექტის ადგილსამყოფელის გაგება შეუძლია. ყელსაბამის მუშაობა გამოსცადეს ყველგან, მათ შორის მაღალსართულიან შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქალაქგარეთაც.ამ ყელსაბამის შექმნისთვის მეწარმეებმა ანუ და ნავინ ჯეინმა ქალების უსაფრთხოების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისთვის სპეციალური პრიზიც მიიღეს და 1 მილიონი დოლარით დაჯილდოვდნენ, რათა მათი ჩანაფიქრი კიდევ უფრო დახვეწონ და გააფართოვონ.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთი ყველაზე საშიშ ქვეყნად დასახელდა მსოფლიოში საცხოვრებლად ქალებისთვის. ვინაიდან ქვეყანაში ქალების მიმართ სექსუალური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა რიცხვი ძალიან მაღალია. ყოველი სამიდან 1 გოგონა საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ხდება.