სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შენიშვნას გამოეხმაურა, რომ ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებაში არ შედის და პატიმრებს არ ხვდება. ლომჯარიას თქმით, სად შევა და ვის შეხვდება ეს მისი გადასაწყვეტია და ეს საკითხი იუსტიციის მინისტრზე უკეთ იცის. მისი განცხადებით, მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, სახალხო დამცველი რას და როდის აკეთებს.