ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძისთვის აღკვეთი ღონისიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. 11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიას დედის განცხადებით, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ციცო ჩხვირკიას თქმით, მის შვილს დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია.