თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესების ნაწილობრივ გააქტიურების გამო, მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარეობს მეწყრული პროცესის მონიტორინგი და ასევე, დეტალური კვლევა ჩატარდება.
ამასთან, როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, პრობლემის მოგვარებაში მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრებიც ჩაერთვებიან.ბის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე სამუშაოების დაწყებამდე დეტალური პროექტი იყო გაკეთებული, იყო გეოლოგების დასკვნებიც, ჩატარებული იყო ექსპერტიზაც და ამის შემდეგ დაიწყო სამუშაოები.
კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს მეწყრული პროცესების გააქტიურება, მერის მოადგილემ უპასუხა, რომ ეს საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ გაირკვევა.
მისივე თქმით როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ღია და საჯარო იქნება