ნუცუბიძის N127-ში მცხოვრებლებმა მშენებარე კორპუსის პროექტის შეცვლის მოთხოვნით აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადგილზე მაღალსართულიანი კორპუსების 8 ბლოკი შენდება. მათივე თქმით, აღნიშნული მშენებლობა კორპუსებამდე მისასვლელ ერთადერთ ვიწრო გზაზე საცობს გამოიწვევს და მოძრაობა შეიზღუდება. ისინი მათ კორპუსებამდე მოსასვლელი გზისა და მშენებარე კომპლექსის გზის ერთმანეთისგან გამიჯვნას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ,კომპანია აღნიშნული მშენებობისთვის იშვიათი ჯიშის ხეების მოჭრას აპირებს. მათივე ინფორმაციით, კომპლექსს კომპანია "სვეტი" აშენებს. აქციას საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი შეუერთდა. მოსახლეობა ასევე კორპუსის ავტოსაგომში დაზიანებული მილიდან შემავალი წყლის პრობლემაზეც საუბრობს და განმარტავენ, რომ დროთა განმავლობაში კორპუსი შესაძლოა დაინგრეს