19:15
7 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერი არ არის, ტყუილია - შალვა ხუციშვილი
30-10-2017

სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერი არ არის, ტყუილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა, რითაც ნუცუბიძეზე გასულ კვირას მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა. ხუციშვილის განცხადებით, ჩანაწერებში ასახულია პავლიაშვილის ცუდად გახდომის მომენტი, თუმცა არ ჩანს დაკავების პროცესი.

ხუციშვილის განცხადებით, თუ რატომ არ ჩანს პირის დაკავების მომენტი, ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მისივე განცხადებით, შს სამინისტრო პროკურატურასთან მაქსიმალურად თანამშრომლობს, ვინაიდან უწყება დაინტერესებულია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაც შეიძლება მალე დადგინდეს სიმართლე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები