თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ რუსი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონს უბრუნდება. მისი მეტოქე ამერიკელი დასტინ პურიე იქნება.ორთაბრძოლა 7 სექტემბერს აბუ-დაბიში გაიმართება.უკანასკნელად ოქტაგონზე ხაბიბმა კონორ მაკგრეგორი დაამარცხა და მსუბუქი წონით კატეგორიის ტიტული შეინარჩუნა. შეგახსენებთ, რომ ხაბიბი 27 გამართული ბრძოლიდან არცერთში არ დამარცხებულა.